loader

კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი, ჟანრი ლოლაშვილის ძმა გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი, ჟანრი ლოლაშვილის ძმა გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი. სამწუხარო ინფორმაცია ჟანრი ლოლაშვილის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"პანაშვიდი: 8 და 9 იანვარს 17:00 სთ-დან,

დაკრძალვა: 10 იანვარს, შაბათს 14:00 სთ-ზე,

მისამართი: ჭავჭავაძის 49დ/7- სართული" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნა ფილმის მუსიკა და ქართველი კომპოზიტორი საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.

ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.

1987–1991 წწ. კომპოზიტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.

ენრი ლოლაშვილი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

კომპოზიტორი ძირითადად მოღვაწეობდა ჯაზისა და კინოს სფეროში. მის მიერაა შექმნილი მუსიკა ფილმებისთვის: "ჭიდაობას რა უნდა" (1986, რეჟისორი მ. ჭიაურელი); "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (1987, რეჟისორი ნ. ჯორჯაძე); "Нежный возраст" (2000, რეჟისორი ს. სოლოვიოვი); „ლიკვიდაცია“ (2007, რეჟისორის. ურსულიაკი); სერიალი "კარამაზოვები" (2009, რეჟისორი ი. მოროზოვი) და სხვა.