„პრისონერას“ მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული გაბრიელა სპანიკი სოფო ბედიას შესრულებულ სიმღერას ეხმაურება
მომღერალმა სოფო ბედიამ საახალწლოდ, ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო ეთერში სერიალიდან "გრძნობათა ტყვეობაში" სიმღერა "პრისონერა" შეასრულა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოეხმაურა "საპნის ოპერების" ვარსკვლავი, გაბრიელა სპანიკიც.