loader

სისხლიანი გარჩევა გარდაბანში - მოკლულია 1 პირი, დაჭრილია ორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი გარჩევა გარდაბანში - მოკლულია 1 პირი, დაჭრილია ორი

გარდაბანში 1 პირი მოკლეს, 2 კი დაჭრეს. შემთხვევა გარდაბანს მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში 5 იანვარს მოხდა.

Aktual.ge-ის ინფორმაციით კონფლიქტი თანასოფლელებს შორის მოხდა. დაპირისპირება საღამოს საათებში, ქორწილში დაიწყო, მოგვიანებით კი კაფეში გაგრძელდა.

"არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და მასზე თავდასხმა განახორციელეს. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა. შემთხვევა ამის შემდეგ გარეთ გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებმა ავტომობილით 50 წელს გადაცილებულ ფაილ ალიევს გადაუარეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს" | დაწერა გამოცემამ. მოგვიანებით მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ დაჭრილია არა 3, არამედ 2 ადამიანი

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს