"არ ვიცი რატომ მომიკლეს უდანაშაულო შვილი, რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი, რომ 4 ტყვია ესროლეს..." - მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის დედა
მარნეულის ბაზარში მდებარე ოქროს მაღაზიაში, 4 იანვარს, იარაღით მამა-შვილი დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი 27 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
დაჭრილი კაცი ამბობს, რომ თავდამსხმელს მკვლელობის მომენტში ნიღაბიც კი არ ეკეთა, ყურსასმენები ეკეთა და ბაზრობის ტერიტორიაც ტაქსით დატოვა. მისივე თქმით, შეიარაღებულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ ე.წ. კანონიერი ქურდის, "ფოლადას" სახელით უკავშირდებოდნენ და თანხის გადახდას ითხოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინვენტარიც.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.
ვიდეო: "TV პირველი"