loader

"არ ვიცი რატომ მომიკლეს უდანაშაულო შვილი, რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი, რომ 4 ტყვია ესროლეს..." - მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი რატომ მომიკლეს უდანაშაულო შვილი, რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი, რომ 4 ტყვია ესროლეს..." - მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის დედა

მარ­ნე­უ­ლის ბა­ზარ­ში მდე­ბა­რე ოქ­როს მა­ღა­ზი­ა­ში, 4 იანვარს, ია­რა­ღით მამა-შვილი დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი 27 წლის კაცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დაჭრილი კაცი ამბობს, რომ თავდამსხმელს მკვლელობის მომენტში ნიღაბიც კი არ ეკეთა, ყურსასმენები ეკეთა და ბაზრობის ტერიტორიაც ტაქსით დატოვა. მისივე თქმით, შეიარაღებულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ ე.წ. კანონიერი ქურდის, "ფოლადას" სახელით უკავშირდებოდნენ და თანხის გადახდას ითხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინვენტარიც.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.

ვიდეო: "TV პირველი"