loader

ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია - ადვოკატი ირმა ჭკადუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია - ადვოკატი ირმა ჭკადუა

ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააჟღერა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მაშინ აცხადებდა, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა. განაგრძეთ კითხვა>>>