"შემთხვევებს შორის 70% გრიპის ვირუსია, საიდანაც წამყვანი ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსია... ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი უკვე იყო" - ივანე ჩხაიძე
ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მიმართვიანობის კუთხით, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია“.