loader

"30 წლის ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა" - ტრაგედია ახალქალაქში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"30 წლის ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა" - ტრაგედია ახალქალაქში

ახალქალაქში, 30 წლის ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ინფორმაციას და კადრებს ადგილობრივი გამოცემა Jnews.ge ავრცელებს.

ცეცხლი 5 იანვრის ღამეს, ე.წ. სამხედრო ქალაქში, ერთ-ერთი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.

ბინაში იმყოფებოდნენ 30 წლის ქალი, მოზარდი გოგონა და 22 წლის კაცი. გამოცემის ცნობით, მამაკაცი დამწვრობით თბილისში გადმოიყვანეს.