დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის კაცი ემსხვერპლა - სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცს ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის კაცი ემსხვერპლა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალადაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცს ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა, რამაც აალება გამოიწვია. ის სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ცნობილია, რომ კაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ასაკიანი ქალი პირველ სართულზე იყო და მისი უსაფრთხოდ გამოყვანა მოხერხდა.
ხანძარი ადგილობრივებმა შენიშნეს და 112-ს დაუკავშირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას, მათ შორის ცეცხლის, აფეთქების ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენებით გულისხმობს