"რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოდეს" - გია ვოლსკი
ვენესუელაში განვითარებული მოვლენები შეფასებებისა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოშიც.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ აღიარების გაუქმებას გამოიწვევს.
უწყების განცხადებას პასუხობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.