loader

"საგიჟეთი ხდება - რუს ტურისტებს გზაზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები" - რა კადრები ვრცელდება გუდაურიდან და რას ამბობს "მთის კურორტების ბიზნესასოციაციის" თანადამფუძნებელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საგიჟეთი ხდება - რუს ტურისტებს გზაზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები" - რა კადრები ვრცელდება გუდაურიდან და რას ამბობს "მთის კურორტების ბიზნესასოციაციის" თანადამფუძნებელი?

„რუს ტურისტებს პირდაპირ გზაზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები, რამაც გუდაურში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ განუცხადა.

როგორც მირანდა ესაკია ამბობს, შესაბამისმა სამსახურებმა ვერ უზრუნველყვეს, არასაპარკინგე ზონაში გაჩერებული ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია.

„ეს გზა, მთავარი გზიდან ახალ გუდაურამდე, გონდოლის მოედნამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელზეც საუბარია, 6 წლის ნანატრი გზაა, გაფუჭებული იყო. წარმოიდგინეთ, ამდენი საერთაშორისო ტურისტი ჩამოდის და ჩვენ გზა არ გვქონდა. 6-წლიანი თხოვნის შემდეგ, გზაც გაგვიკეთეს და ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკიც. თუმცა, გზა კი არ გააფართოვეს, მის ხარჯზე მოხდა ბილიკის დამატება. 2 მანქანა ერთდროულად ვერ გაივლის ამ გზაზე, ისე დაავიწროვეს. ახალი წლის დღეებში, სავსე გუდაურში 5 საათი იდგნენ ავტომობილები საცობში.

ტექნიკა ნამდვილად მოდის გზის გასაწმენდად, მაგრამ პირდაპირ გზაზე აქვთ ტურისტებს მანქანები გაჩერებული და ვერ ხერხდება. ძირითადად, რუსული ნომრის ავტომობილებია ჩამწკრივებული. ვერც უკავშირდები, ვერც პოულობ სად არის ეს ტურისტი გაჩერებული და ამ მანქანასაც ვერაფერს უხერხებ. არ უნდათ პარკირების თანხის გადახდა. ამის გამო გზაზე, თანაც ისედაც დავიწროებულზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები. განაგრძეთ კითხვა>>>