"ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის - ევროპაში შეხვედრები გაიმართება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ევროპაში გაიმართება შეხვედრები, რომლებმაც ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.
„უკვე ვემზადებით შემდეგი დიპლომატიური კვირისთვის - ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. უკრაინა მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.