loader

ტრამპს ვენესუელაში ნავთობის მოპოვება სურს - რა მარაგს ფლობს ქვეყანა, რამდენად რეალისტურია აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა და ვინ მიიღებს ნედლეულს საბოლოოდ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპს ვენესუელაში ნავთობის მოპოვება სურს - რა მარაგს ფლობს ქვეყანა, რამდენად რეალისტურია აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა და ვინ მიიღებს ნედლეულს საბოლოოდ?

აშშ-ის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, ნი­კო­ლას მა­დუ­როს და­სა­კა­ვებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და, პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კუ­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს და­ხარ­ჯა­ვენ ვე­ნე­სუ­ე­ლას მოშ­ლი­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­სად­გე­ნად. ამის შე­სა­ხებ ტრამპმა ფლო­რი­და­ში, მარ-ა-ლა­გოს სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ვე­ნე­სუ­ე­ლას მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მა­რა­გი აქვს, თუმ­ცა სან­ქცი­ე­ბის, ძვე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ცუდი მმარ­თვე­ლო­ბის გამო, წარ­მო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.ნავ­თო­ბის ინ­დუსტრი­ის ასე­თი რე­კონ­სტრუქ­ცია, რო­გორ­საც ტრამ­პი ასა­ხე­ლებს, პრაქ­ტი­კუ­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტო იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ, Bloomberg-ის მი­ხედ­ვით, ტრამპმა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა. მა­გა­ლი­თად:

რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მავის­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს აშშრა პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლი­ათ ამე­რი­კულ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბავინ მი­ი­ღებს ვე­ნე­სუ­ე­ლურ ნავ­თობს, თუ აშშ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებს მრა­ვალ­წლი­ა­ნი სან­ქცი­ე­ბი­სა და ცუდი მე­ნე­ჯმენ­ტის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ში.ამავდრო­უ­ლად, ვე­ნე­სუ­ე­ლა აცხა­დებს, რომ ტრამპს მისი ნავ­თო­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურს. განაგრძეთ კითხვა