ტრამპს ვენესუელაში ნავთობის მოპოვება სურს - რა მარაგს ფლობს ქვეყანა, რამდენად რეალისტურია აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა და ვინ მიიღებს ნედლეულს საბოლოოდ?
აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელიც ქვეყნის ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დასაკავებლად განხორციელდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელას მოშლილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, თუმცა სანქციების, ძველი ინფრასტრუქტურისა და ცუდი მმართველობის გამო, წარმოების გამოწვევების წინაშე დგას.ნავთობის ინდუსტრიის ასეთი რეკონსტრუქცია, როგორსაც ტრამპი ასახელებს, პრაქტიკულად უპრეცედენტო იქნებოდა, მაგრამ, Bloomberg-ის მიხედვით, ტრამპმა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგალითად:
როგორ წარიმართება ხელისუფლების გადაცემავისთან ითანამშრომლებს აშშრა პირობებში შეუძლიათ ამერიკულ ნავთობკომპანიებს ქვეყანაში დაბრუნებავინ მიიღებს ვენესუელურ ნავთობს, თუ აშშ ინვესტიციას ჩადებს მრავალწლიანი სანქციებისა და ცუდი მენეჯმენტის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.ამავდროულად, ვენესუელა აცხადებს, რომ ტრამპს მისი ნავთობის ხელში ჩაგდება სურს. განაგრძეთ კითხვა