loader

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცა­ვენ. შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს!თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ მად­ლი­ე­რე­ბა იმ რთუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე ის­ტო­რი­უ­ლი გზის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენს ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას ღირ­სე­უ­ლად გა­ა­ტა­რეთ.ჩვე­ნი ერის ტკი­ვი­ლი­სა და სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა, მის მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვა, ის რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, ამავდრო­უ­ლად კი სა­პა­ტიო მი­სი­აა, რო­მელ­საც წლე­ბია ღირ­სე­უ­ლად ას­რუ­ლებთ, ამი­ტო­მა­ცაა, რომ თქვე­ნი სი­ტყვა და და­რი­გე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მტკი­ცე სუ­ლი­ერ საყ­რდე­ნად იქცა.გან­ვლი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის თქვენ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი გა­ა­კე­თეთ, ვიდ­რე ეს ერთ ადა­მი­ანს, თუნ­დაც ქვეყ­ნის სუ­ლი­ერ მა­მას ხე­ლე­წი­ფე­ბა.

თქვე­ნი ლოც­ვა და სიბ­რძნე თან სდევს ჩვენს ქვე­ყა­ნას ყველ­გან და ყო­ველ­თვის, შე­უ­ფა­სე­ბე­ლია თქვე­ნი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­ტკი­ცე­ში, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი თქვე­ნი სი­ტყვა სიყ­ვა­რულ­სა და რწმე­ნას ეფუძ­ნე­ბა.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს, გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და მხნე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­მე­დოდ და სა­კე­თილ­დღე­ოდ", - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის მი­სა­ლოც წე­რილ­ში.