"გამოცდილი მძღოლი იყო, წლებია ტაქსაობდა - რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა, ყველა იმ გოგოს ვტირით" - ცნობილია წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტის ვინაობაც
ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. წერეთლის გამზირზე მომხდარ უმძიმეს ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან თამარ კვაჭაძე (გერმანიშვილი) და იაგორ ენგიბარიანი.
ორივე გარდაცვლილი თელაველი იყო.
გოგონა საღამოს თელავიდან თბილისში ტაქსით წამოვიდა, რომელსაც ენგირარიანი მართავდა. თითქმის სახლთან მისული კი უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა. განაგრძეთ კითხვა>>>