"სია თქვენ გააგრძელეთ…" - გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს, სოციალურ ქსელში წერს:
"მადუროს ისტორიაში ერთი ასპექტია საყურადღებო:
რეალურად რეჟიმების “მხარდაჭერა” ხალხში არის ნულოვანი და მხოლოდ ვირტუალურ პროპაგანდისტულ ნარატივზე აგებულ ძალის დემონსტრირების შიშს ემყარება.
ანუ, უმრავლესობას რომელსაც ეჯავრება ხელისუფლება, პროპაგანდის გამო გონია, რომ არის უმცირესობაში და ამიტომ არის ჩუმად.
როგორც კი რეჟიმი ემხობა, ყველა არის ბედნიერი.ასეა იყო სადამ ჰუსეინის შემთხვევაში, ასეა მადუროს შემთხვევაში, ასე იქნება ალი ხამენეის შემთხვევაში…
სია თქვენ გააგრძელეთ…" - წერს გია ხუხაშვილი.