loader

კადრები შვეიცარიიდან, სადაც სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები შვეიცარიიდან, სადაც სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, შვეიცარიაში, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 1:30 საათზე Le Constellation-ის ბარში ახალი წლის აღნიშვნისას მოხდა.

ვალეს კანტონის პოლიციის მეთაურმა, ფრედერიკ ჟისლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაშავებულების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.

მანამდე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვეიცარიის პოლიციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 40-ს აღწევს, თუმცა პოლიციამ პრესკონფერენციაზე ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.

ვალეს კანტონის პოლიციამ აღნიშნა, რომ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში მომხდარი აფეთქება თავდასხმის ან ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილება.

პოლიციის ცნობით, დაშვებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ კრანს-მონტანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.