loader

დღეიდან შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები ძალაში შედის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები ძალაში შედის

პარლამენტის მიერ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით მიღებული კანონის ცალკეული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის.

აღნიშნული კანონის ამოცანაა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის პრინციპების დანერგვა, მათი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ასევე შინაური ბინადარი ცხოველის და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალული იქნება ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ამასთან, უკვე მოქმედებს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის გამკაცრებული ზომები, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან ცხოველის მიმართ სხვაგვარ ძალადობას მოჰყვება. განაგრძეთ კითხვა>>>