"მგონი, ყველაზე უცნაური ახალი წელია…" - ნიკოლოზ რაჭველი
"ვიდრე მზია, ანდრო, ზვიადი, პაატა, ოკმელა, რეზო და ასობით პატრიოტი თავისუფალი არ იქნება, ვიდრე უკრაინა უპირობოდ და ბოლომდე მხარდაჭერილი არ იქნება და ვიდრე უსამართლობა დათრგუნავს სამართალს, საერო დღესასწაულები ჩემთვის სრულიად უფერულად, ფორმალურად და სევდიანად დარჩება!" - ამის შესახებ მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლოზ რაჭველის თქმით, ორად გაყოფილი სამყარო ჩვენშიც და მსოფლიოშიც ყველაზე მკვეთრად ამ ახალ წელს ეგებება და ეს ყველაფერში იკითხება.
"მგონი, ყველაზე უცნაური ახალი წელია… ჩემთვის შარშანაც კი არ იყო ასეთი უცნაური…
სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებებს მაინც ვუყურე. რაღაც მომეწონა, რაღაც არ მომეწონა…
მაგრამ მთავარ შთაბეჭდილებად მაინც უცნაურობის შეგრძნება დამრჩა… ორად გაყოფილი სამყარო ჩვენშიც და მსოფლიოშიც ყველაზე მკვეთრად ამ ახალ წელს ეგებება და ეს ყველაფერში იკითხება…
ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს და ულევ სიკეთეს გისურვებთ 2026-ში, მ ა გ რ ა მ ვიდრე მზია, ანდრო, ზვიადი, პაატა, ოკმელა, რეზო და ასობით პატრიოტი თავისუფალი არ იქნება, ვიდრე უკრაინა უპირობოდ და ბოლომდე მხარდაჭერილი არ იქნება და ვიდრე უსამართლობა დათრგუნავს სამართალს, საერო დღესასწაულები ჩემთვის სრულიად უფერულად, ფორმალურად და სევდიანად დარჩება!.. ასეა ახლაც…" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.