loader

სკანდალები, საჯარო დაშორებები, გრანდიოზული ქორწილები... - 2025 წლის ყველაზე გახმაურებული ამბები, რომლებმაც სოცქსელები "ააფეთქეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალები, საჯარო დაშორებები, გრანდიოზული ქორწილები... - 2025 წლის ყველაზე გახმაურებული ამბები, რომლებმაც სოცქსელები "ააფეთქეს"

2025 წელი ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე წელი ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­თვის. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ წლის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ რეტ­როს­პექ­ტი­ვას – იმ ამ­ბებს, რომ­ლებ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი აა­ფეთ­ქა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ბა­ნა­კად დაყო

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ია­რა­ღი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი

წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი ეპი­ზო­დი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ­სა და ყო­ფილ დე­პუ­ტატს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს უკავ­შირ­დე­ბა. მისი და­კა­ვე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, ელ­ვი­სე­ბუ­რად გავ­რცელ­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხუ­რულ კარს მიღ­მა თუ მე­დი­ის ხმა­უ­რი­ა­ნი თან­ხლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ბო­ლო­ოდ ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და, ის ცი­ხეს მარ­ტში და­ტო­ვებს.

ქარ­თულ­მა ყვი­თელ­მა პრე­სამ წელს ნამ­დვი­ლი "საპ­ნის ოპე­რა" იხი­ლა. ერთ დროს ახლო მე­გობ­რე­ბის, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი­სა და ლიკა შენ­გე­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა წლის ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი თემა გახ­და. კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი, რო­გორც გა­ირ­კვა სა­ლო­მეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და. მისი თქმით, მე­უღ­ლემ სწო­რედ შენ­გე­ლი­ას­თან უღა­ლა­ტა.

"ინ­სტაგ­რამ-სთო­რე­ბი" გა­და­იქ­ცა ბრძო­ლის ვე­ლად, სა­დაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ორაზ­რო­ვა­ნი ფრა­ზე­ბი­თა და პირ­და­პი­რი ბრალ­დე­ბე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალს. განაგრძეთ კითხვა