"ეს არის საჩუქარი მოსახლეობისთვის" - კახა კალაძის ვიდეომიმართვა
ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება და მას მაყურებელი დღეს ღამით იხილავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, გალაკონცერტი ერთი მხრივ, საჩუქარია მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობას წარმოადგენს.