loader

პროკურატურა სასამართლოს ევა შაშიაშვილის მიმართ პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა სასამართლოს ევა შაშიაშვილის მიმართ პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს

დიდი ალბათობით, ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება! - ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე განმარტავს, პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.

„კარგი ამბავი: სასამართლოდან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.

პროცესი ჩატარდება 15:30-ზე.

სასამართლოს შემადგენლობამ ფორმალურად შეგვატყობინა ინფორმაცია მათ შორის სხვა ბრალდებულების ადვოკატებსაც.

დიდი ალბათობით, ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება!“ - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.