loader

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცი დანის მუქარით დააყაჩაღა - ძვირფასეულობა, 14 000 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცი დანის მუქარით დააყაჩაღა - ძვირფასეულობა, 14 000 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, 14 000 ლარი გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა."ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.დ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.პ. და­ნის მუ­ქა­რით და­ა­ყა­ჩა­ღა, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, 14 000 ლარი გა­ი­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ზ.დ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.