loader

31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ

დღეს, 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ - დემონსტრანტები აპირებენ, რომ დღევანდელი აქცია-პერფორმანსით დემონსტრაციებზე დაპატიმრებულ თანამოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში უკვე ტრადიციად აქციეს ახალი წლის ღამის პარლამენტთან შეხვედრა.

როგორც თავად ამბობენ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი პროტესტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, პროტესტის მონაწილე ხელოვანები დღევანდელ დემონსტრაციაზე მუსიკალური კონცერტის ჩატარებას აპირებენ.