loader

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცხენით იმყოფებოდა და სხვა დაკარგულ ცხენს ეძებდა. შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა.