ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში შევიდა
ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ძალაში შევიდა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ.