"ეს ყველაფერი მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ! აქვს ამოცანა, რომ ივანიშვილის სტერილიზაცია მოახდინოს" - გია ხუხაშვილი
ფარცხალაძესთან დაკავშირებით არის არა სისხლის სამართლის საქმე, არამედ მაფიოზურ გარჩევასთან გვაქვს საქმე. გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს და ორი მაფიოზური კლანი დაეჯახა ერთმანეთს, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.