loader

უამინდობის გამო, 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებები შევიდა - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უამინდობის გამო, 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებები შევიდა - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.