loader

უამინდობა საქართველოში - სად არის დაწესებული შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უამინდობა საქართველოში - სად არის დაწესებული შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო?

უამინდობა საქართველოში - თოვლმა საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალვები და შეზღუდვები დაწესებულია კურორტ გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზეც.