ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს
ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს. ამ დროისთვის ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 28 დეკემბერს მოხდა, რასაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მათივე ცნობით, დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს