loader

სად შეიზღუდება 30 დეკემბრიდან, 1 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა?" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად შეიზღუდება 30 დეკემბრიდან, 1 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა?" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით.

შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - აღნიშნულია განცხადებაში.