loader

"კაცმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით სხვა პირს გაუგზავნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაცმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით სხვა პირს გაუგზავნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით სხვა პირს გაუგზავნა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.