loader

რა ვითარებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინტენსიური თოვის ფონზე - აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინტენსიური თოვის ფონზე - აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უა­მინ­დო­ბი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის მი­უ­ხე­და­ვად, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დიდ­თოვ­ლო­ბის პი­რო­ბებ­შიც კი აე­რო­პორ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი დრო­უ­ლად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის მოყინ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ცე­დუ­რებს. ამას­თან, ინ­ტენ­სი­უ­რად იწ­მინ­დე­ბა ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზოლი და სა­მი­მოს­ვლო ბი­ლი­კე­ბი."დღე­ის­თვის და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა რე­ი­სის მი­ღე­ბა და გაშ­ვე­ბა აე­რო­პორ­ტში შე­უ­ფერ­ხებ­ლად სრულ­დე­ბა. გამ­თე­ნი­ი­სას არ შეს­რულ­და მხო­ლოდ ათე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი რე­ი­სი და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნა.

თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რებ­ლის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბის გამო, რაც უა­მინ­დო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, ბრო­წე­უ­ლას რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან მყო­ფი 12 მგზავ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტამ­დე აე­რო­პორ­ტის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს.

უა­მინ­დო­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 იან­ვრის დღის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ჩათ­ვლით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.