loader

ვრცელდება უმძიმესი კადრები, ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა - უბედური შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი კადრები, ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა - უბედური შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა

ჩრდილოეთ ინდონეზიაში, ქალაქ მანადოში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიცია გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას ცდილობს. ისინი დაღუპულთა ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, დაუკავშირდნენ საავადმყოფოს, სადაც ცხედრები გადაასვენეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.