ეს მისთვის პირველი ფრენა იყო - რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროს სიახლოვეს სარეკლამო ბანერ მობმული თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი ადგილზე დაიღუპა
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროს სიახლოვეს სარეკლამო ბანერ მობმული მსუბუქი თვითმფრინავი წყალში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად პილოტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფრენა მისთვის პირველი იყო.