loader

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არის მსხვერპლი - "მა­მა­კა­ცი წაქ­ცე­ულ­მა ხემ იმ­სხვერ­პლა" (აშშ) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არის მსხვერპლი - "მა­მა­კა­ცი წაქ­ცე­ულ­მა ხემ იმ­სხვერ­პლა" (აშშ)

აშშ-ის კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ძლი­ერ­მა წვი­მებ­მა წყალ­დი­დო­ბა და მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია, რა­საც სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მაშ­ვე­ლებ­მა წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხოდ გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს. კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გე­ვინ ნი­უსომ­მა ოთხშა­ბათს ლოს-ან­ჯე­ლეს­სა და სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის სხვა ოლ­ქებ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

და­ახ­ლო­ე­ბით, 100 000 ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. ლოს-ან­ჯე­ლე­სის მახ­ლობ­ლად, ალ­ტა­დე­ნა­ში, წყალ­დი­დო­ბამ მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვია.

64 წლის მა­მა­კა­ცი წაქ­ცე­ულ­მა ხემ იმ­სხვერ­პლა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და. ორ­შა­ბათს, შე­რი­ფის ოფი­სის ცნო­ბით, 70 წლამ­დე ასა­კის ქალი მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც "დიდ­მა ტალ­ღამ კლდი­დან გად­მო­აგ­დო და ოკე­ა­ნე­ში ჩა­ით­რია“.

სტი­ქი­ის გამო, სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის სან ბერ­ნარ­დი­ნოს ოლ­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის­თვის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.