loader

რა თქვა ცოტნე ივანიშვილმა მედიასთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ცოტნე ივანიშვილმა მედიასთან?

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, რომ ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ანს მი­ვუ­ლო­ცო. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე­თი ღირ­სე­უ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახალ­გაზ­რდულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილ­მა, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა უნდა იზ­რუ­ნონ ქვე­ყა­ნა­ზე."უნდა ფას­დე­ბო­დეს ახალ­გაზ­რდებ­ში გა­ნათ­ლე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ნი­ჭი­ე­რე­ბა, მონ­დო­მე­ბა და ასე­თი მო­მავ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია. ზუს­ტად აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე პი­რა­დად, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მეტი დი­ა­ლო­გი არ­სე­ბობ­დეს, რად­გან ჯან­საღ დის­კუ­სი­ა­ში, ერ­თმა­ნე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა­ში არა მარ­ტო სი­მარ­თლე იბა­დე­ბა, არა­მედ ერ­თო­ბაც.

ჩემს გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევრ მე­გო­ბარს, ძა­ლი­ან ბევრ ახალ­გაზ­რდას, თა­ნა­ტოლს ვხე­დავ, ვინც არის ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ვინც ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობს სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა ამ ახალ­გაზ­რდას ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლა­ფერს გარ­კვე­ულ­წი­ლად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მოს­დევს იმი­ტომ, რომ ჩვენ თუ არ ვიზ­რუ­ნეთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, სხვა­ნა­ი­რად ნა­თელ მო­მა­ვალ­ზეც ვერ ვიზ­რუ­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი აირ­ჩი­ეს.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყრი­ლო­ბა სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­ში“ ჩა­ტარ­და.

პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყრი­ლო­ბას ეს­წრე­ბო­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძე, პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი მდი­ვა­ნი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა.