რა თანხა დაიხარჯება და ვინ იმღერებს თბილისში, 2 და 6 იანვარს გამართულ კონცერტებზე?
თბილისის მერიის დაფინანსებით „საახალწლო ქალაქი“ და გასართობი ღონისძიებები 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით იქნება.
ამისათვის მერია, ჯამში, 8 280 000 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში გათვალისწინებულია საახალწლო სოფლის მოწყობა, ყინულის მოედნის მონტაჟი და ასევე კონცერტები. უშუალოდ კონცერტებისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი. ამავე პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო ხარჯი 49 072 ლარი იქნება.
გთავაზობთ იმ 75 მომღერლის სიას, ვინც 2 და 6 იანვარს მიიღებს მონაწილეობს კონცერში, რაშიც თითოეული მათგანის ჰონორარი 1952 ლარია.
2 იანვარს დაგეგმილი კონცერტის წამყვანები იქნებიან ეკატერინე (ეკო) ფანგანი და ნიკოლოზ წულუკიძე, 6 იანვარს კი კონცერტს თამუნა გომართელი, გოდერძი შარაშია და სალომე შარვაძე წარუძღვებიან. თითოეულ მათგანს ჰონორარის სახით 3253 ლარს გადაუხდიან.
რაც შეეხება ბედნებს, ჯფუბებსა და ანსამბლებს, მათთვის ბიუჯეტიდან 451 551 ლარია გამოყოფილი.
მათ შორის ყველაზე მაღალ ჰონორარს 30 000 ლარს- ჯგუფი „ურსა“ მიიღებს. დანარჩენი შემსრულებლების ჰონორარი ასე გამოიყურება:
მოძრავი ორკესტრის მსვლელობის, მეცეცხლის, ელექტრონული ლაივ შოუების და საბავშვო კონცერტებისთვის კი 349 372 ლარი არის განსაზღვრული