"ეკლესიაში ე.წ. ძველით სტილით შობის აღნიშვნის მომხრეებმა ვერა და ვერ გაიაზრეს ერთი მთავარი რამ..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?
მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში შობის აღნიშვნის თარიღის შესახებ არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეკლესიაში ე.წ. ძველით სტილით შობის აღნიშვნის მომხრეებმა ვერა და ვერ გაიაზრეს ერთი მთავარი რამ:
შობის აღნიშვნა იმიტომ კი არ დააწესა ეკლესიამ 25 დეკემბერს, რომ ზუსტად ამ დღეს დაიბადა ქრისტე, არამედ იმიტომ, რომ წელიწადის ამ დროს, ყოველთვის 22 დეკემბერს იწყება ღამის ხანგრძლივობის კლება და იმატებს დღე ანუ ამ დროს ჩვენს სამყაროში ნათელი იმარჯვებს ბნელზე. ქრისტეს შობის თარიღი ანუ ქრისტეს დაბადების დღე სახარებაში არ გაცხადებულა, ეს ჩვენ არ ვიცით, ასე ინება ღმერთმა. ამიტომ, ეკლესიამ ამ მოვლენის (მოვლენის და არა დღის) აღსანიშნად ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში აირჩია წელიწადის ის დღე, როცა ნათელი იმარჯვებს ბნელზე.
P. S. ვინც კიდევ ვერ გაიგო, გვაჩვენოს, მთელ ბიბლიაში ერთი მინიშნება მაინც ქრისტეს შობის ზუსტ თარიღზე" - წერს დეკანოზი.