loader

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა დეკანოზი გაბრიელ ასათიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

"ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი.

დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 27 დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი" - ნათქვამია საპატრიარქოს უწყებანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.