უმძიმეს ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ხაშურში იმერეთის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.