loader

ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე და რა არის ცნობილი დაკავებულ ექსმაღალჩინოსანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე და რა არის ცნობილი დაკავებულ ექსმაღალჩინოსანზე

რა არის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­ზე ცნო­ბი­ლი?

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1977 წლის 1 სექ­ტემ­ბერს. 2001 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 1999 წელს "Air Georgia"-ს ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. 1999–2001 წლებ­ში იყო "ქარ­თუ­ლი ავი­ა­ხა­ზე­ბი — აირ­ზე­ნას" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი.

2003–2004 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მსოფ­ლიო სა­ბა­ჟო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „RILO“-ში, დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რე­ბის მე­თა­ურ­თა უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში.

2004–2008 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

2007–2008 წლებ­ში – ასო­ცი­ა­ცია „ATU“-ს ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

2008–2013 წლებ­ში იყო შპს „ქარ­თუ მშე­ნე­ბე­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. 2013–2014 წლებ­ში იყო შპს „ბურ­ჯის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2014–2016 წლებ­ში შპს „Old City Development“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

2015–2016 წლებ­ში ს/ს „ქარ­თუ-ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. 2016 წელს იყო თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე.

2016–2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (ვა­ნი­სა და ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა — დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“. მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში ხმა­თა 59,01% (18 270 ხმა) მი­ი­ღო.[2]

2017 წლის 22 დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის 8 სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ კი 2025 წლამ­დე სუს-ს უფ­რო­სი.

ლი­ლუ­აშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე მაია ჭე­იშ­ვი­ლი (დ. 1982) და ორი შვი­ლი: ნი­კო­ლო­ზი (დ. 2008) და ლა­ზა­რე (დ. 2013).

2015–2016 წლებ­ში „ქარ­თუ“ ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე.

2017 წელს ჟურ­ნალ თბი­ლი­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლე იმ დროს გა­იც­ნო, როცა კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობ­და. მაია ჭე­იშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი:

"მა­ი­კო რომ გა­ვი­ცა­ნი, ხში­რად მი­წევ­და აე­რო­პორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა. მა­ი­კო კი იქ მუ­შა­ობ­და, ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­ვამ­ჩნიე, როცა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბის გა­სას­ვლე­ლით ვსარ­გებ­ლობ­დი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე გოგო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თვა­ლე­ბით მა­ცი­ლებ­და. პა­ტა­რე­ბი არ ვი­ყა­ვით და და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვემ გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღეთ".

მაია ჭე­იშ­ვი­ლი:

"გაც­ნო­ბი­დან ექვს თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. ორი­ვეს ტრა­დი­ცი­უ­ლი, იმე­რუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი წე­სე­ბის დაც­ვით მოხ­და – ოჯა­ხის გა­მოკ­ვლე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნიშ­ნო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი:

"პირ­და­პირ მი­ვე­დი მა­ი­კოს მშობ­ლებ­თან და გან­ვუ­ცხა­დე, ვინ ვი­ყა­ვი და რა მინ­დო­და, უკვე კარ­გად იყ­ვნენ ჩემ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი. მას მერე ისე შე­ვუყ­ვარ­დი მა­ი­კოს მშობ­ლებს, ჩემს მზეს ფი­ცუ­ლო­ბენ (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ჩემს სი­დედრს ვა­ნუ­რი ფეს­ვე­ბი აქვს. სულ „ვაყ­ვედ­რი,” შენს რა­ი­ონს ვუვ­ლი და შენ კი, სახ­ლში უნდა და­მეხ­მა­რო ვა­ნე­ლე­ბის გაზ­რდა­ში-მეთ­ქი, ერ­თგვა­რი „შე­თან­ხმე­ბა” გვაქვს". განაგრძეთ კითხვა