გორში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა - კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს მეხანძრე ცეცხლმოდებულ ბინასთან მიახლოებას
"ქართლის ამბების" ინფორმაციით, გორში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა - შემთხვევა "სტალინის გამზირზე" მოხდა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ბინაში არავინ იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.