გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარედგინა.
აღნიშნულის შესახებ, პროკურორმა ჯაბა ქარჩავამ ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბრალდებულის სახით დაკავებულ გიორგი ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ.
აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით კი, ბრალთან დაკავშირებით „ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“.
ცნობისთვის, ლილუაშვილი დღეს დააკავეს.