ტრაგედია "ჩცდ"-ს მსახიობის ოჯახში - რას წერს თინი გალდავა?
ცნობილ მსახიობს, თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა.
პანაშვიდები: 23 დეკემბერს, სამშაბათს ცაბაძის მე -3 კორპუსი.
სადარბაზო, მე-4 სართული. ტაძარში 24 დეკემბერს ოთხშაბათს 16:00 საათზე.
გამოსვენება ხუთშაბათს. 25 დეკემბერს 14:00 საათზე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრიდან.
გთხოვთ მოიხსენიოთ ახალშესვენებული ლუკა" - წერს გალდავა.
მსახიობი თინი გალდავა ქართველმა მაყურებელმა პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" წყალობით გაიცნო.