loader

"ამოღებულია ვიდეო და აუდიო ჩანაწერები" - რა დეტალები გაასაჯაროვა საგანგებო ბრიფინგზე, გენერალურმა პროკურორმა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამოღებულია ვიდეო და აუდიო ჩანაწერები" - რა დეტალები გაასაჯაროვა საგანგებო ბრიფინგზე, გენერალურმა პროკურორმა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.

შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.