loader

აპირებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდას ? - რა უპასუხა ჯაფარიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აპირებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდას ? - რა უპასუხა ჯაფარიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას?

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ჯერ არ იცის, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოს, რომელიც 30 ათასი ლარია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.