გენერალი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს, გარდაიცვალა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან?
მოსკოვში, საკუთარი ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა.
აფეთქება 22 დეკემბრის დილას, საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, 56 წლის გენერლის კუთვნილი Kia Sorento-ს ძარაზე დამონტაჟებული იყო მაგნიტური ნაღმი, რომელიც ავტომობილის დაძვრიდან რამდენიმე მეტრში ამოქმედდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ მიღებული მრავლობითი ჭრილობებისა და ტრავმების შედეგად სარვაროვი გარდაიცვალა.
რუსული მხარე მომხდარში უკრაინული სპეცსამსახურების კვალს ეძებს.