loader

"ერთი დამნაშავეც რომ დარჩეს დაუსჯელი, მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს!" - მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი დამნაშავეც რომ დარჩეს დაუსჯელი, მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს!" - მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"გააზიარეთ! მ ი ე რ თ გ უ ლ ე ს ა ქ ა რ თ ვ ელ ო ვ !

მე ვარ, არასრულწლოვნების მიერ, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად, საშინელი სისასტიკით მოკლული ექიმი/მასწავლებელი, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე!

დედებო, მამებო, დამიდექით გვერდით! მოდით, 22 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ! (ვახტანგ გორგასალის ქ.N24)

ჩემს ადვოკატებთან ერთად ვმართავ აქციას! დაიცავით ჩემი შვილი, რომ არ მოკლან თქვენი შვილიც! მე ვებრძვი არა მარტო პირსისხლიან მკვლელებს, რომლებიც საშიშნი არიან საზოგადოებისთვის და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი, არამედ მათაც, ვინც მკვლელებს აფარებს ხელს!

ეს არ არის პოზიცია ოპოზიციას შორის ბრძოლა, ეს არის სამართალში დაშვებული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც თუ არ აღმოვფხვერით დღეს, ვეღარ მოვერევით ხვალ!

არასრულწლოვნებში გამძვინვარდება დაუსჯელობის სინდრომი, იქცევიან პოტენციურ დამნაშავეებად და ამოხოცავენ ერთმანეთს! დაარღვიეთ სუბორდინაცია, დადექით ჩემს გვერდით როგორც დედა და მამა!

პროკურატურას ეშინია ხმაურის!

1) გიგა რომ მომიკვდა, გავავრცელე ხმამაღლა და დაიჭირეს გიორგი რიკაძე; (საყვედურიც მივიღე, შენმა ყვირილმა დამაჭერინაო.)

2) ვიყვირე პროკურატურასთან და საქმეში ჩადეს მნიშვნელოვანი სამხილი;

3) აქცია დავაანონსე და დაიჭირეს ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი.

არ გავჩერდები მანამ, სანამ კანონის მთელი სიმკაცრით არ იქნება დასჯილი ყველა, ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის გიგა ავალიანის მკვლელობაში!

ერთი დამნაშავეც კი, რომ დარჩეს დაუსჯელი, მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს!" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.